მთავარისიახლეებიამერიკამ პირველი კოვიდ-19-ის სამკურნალო აბი დაამტკიცა

ამერიკამ პირველი კოვიდ-19-ის სამკურნალო აბი დაამტკიცა

Published on

ამერიკელმა მარეგულირებელმა მწვანე შუქი აუნთო “ფაიზერის” ანტივირუსულ პრეპარატს, სახელად “პაქსლოვიდი”. ეს პირველი აბია, რომელიც შეერთებულ შტატებში სურსათის და მედიკამენტების ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FDA) კოვიდ-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცა.

“პაქსლოვიდის” მიღება შინ, სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე, ორალური გზით შეიძლება. სამეცნიერო კვლევების მიხედვით, “ფაიზერის” ანტივირუსული აბები მაღალი რისკის პაციენტებში, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის პრევენციის საქმეში, თითქმის 90%-იან ეფექტიანობას აჩვენებს.

ბოლო ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, პრეპარატი ასევე ინარჩუნებს ეფექტიანობას ვირუსის ძლიერ სახეცვლილი ვარიანტის, სწრაფი გავრცელების უნარის მქონე ომიკრონის წინააღმდეგ. „ფაიზერის“ განცხადებით, მათი აბები მედიკამენტთა იმ კლასს მიეკუთვნება, რომლებიც უკვე გამოიყენება შიდსის, ცე-ჰეპატიტის და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ნოემბერში, კოვიდ-19-ის სამკურნალო პირველი ანტივირუსული აბი დაამტკიცა. ეს იყო კომპანია “მერკის” პრეპარატი “მოლნუპირავირი”. მას უნიშნავენ მცირე და საშუალო სიმწვავის სიმპტომების მქონე პაციენტებს და მათ, ვისაც მწვავე დაავადების განვითარების სულ ცოტა, ერთი რისკფაქტორი მაინც აქვს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს წინასწარ აქვს კონტრაქტი დადებული, როგორც “ფაიზერთან”, ისე “მერკთან”. “ფაიზერმა” ვაშინგტონს 10 მილიონი სამკურნალო კურსისთვის საჭირო რაოდენობის აბები უნდა მიყიდოს, “მერკმა” კი – 5 მილიონის.

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...