მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცემა - პენიტენციური სამსახურის განცხადება .

გიორგი მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცემა – პენიტენციური სამსახურის განცხადება .

Published on

გიორგი მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

,,პეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის,  გიორგი მარგველაშვილის  მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად მას შესაძლებლობა მიეცემა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს.

ინფორმაციისთვის:  გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს  მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით   შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა დააკმაყოფილა, რადგან მედპერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა  და  სამსახურს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია.

აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუწყოს ხელი კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებების სრულყოფილად რეალიზებაში” – წერია განცხადებაში.

სიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია ხალხის მსახურის შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. ადგილობრივი მედიის ცნობით,...

კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე: ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ყველაზე მთავარი...

დათაშვილი მოვინახულეთ, რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მივმართეთ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატის წარმომადგენლებმა 27 ივნისს საპატიმროში ნინო დათაშვილი მოინახულეს, რის შემდეგაც...

შსს-მ 3 პირი იარაღის უკანონო ტარების, წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ჩვენებისთვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის...