მთავარისიახლეებიპოლიტიკაამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება და არასოდეს ვინანებ - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება და არასოდეს ვინანებ – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც თავის 54-ე დაბადების დღეს გისოსებს მიღმა, ამჯერად გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვდა, მისი დაბადების დღის აღსანიშნავად და გათავისუფლების მოთხოვნით რუსთაველზე შეკრებილებს მიმართა. 

მიხეილ სააკაშვილის გზავნილი აქციის მონაწილეებს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ წაუკითხა:

„ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, ოცნება, რომელიც მამოძრავებდა და მთავარი მიზანი, რომელიც მქონდა, მეხილა ჩემი ქვეყანა დემოკრატიული დასავლური ოჯახის სრულფასოვან და განუყოფელ ნაწილად, საქართველო შეუქცევადად შემდგარიყო დასავლური რეინტეგრაციის გზაზე.

სწორედ ქართველი ხალხის ამ ოცნებამ მიგვიყვანა ვარდების რევოლუციამდე, წარმოუდგენელ რეფორმებამდე და შეუმდგარი ქვეყნის არნახულ აღმშენებლობამდე, რეგიონის ლიდერობამდე და სამაგალითო ქვეყნად ქცევამდე. მთელ პოსტსაბჭოთა სისტემაში პირველად, იმგვარ დემოკრატიამდე, სადაც მმართველი პარტია შეიძლებოდა დამარცხებულიყო და ლიდერს მშვიდობიანად გადაეცა ხელისუფლება გამარჯვებულისთვის. მე ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება და არასოდეს ვინანებ. ასეა: ხელისუფლების ერთადერთი წყარო ჩვენი ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, მოგვიყვანოს ხელისუფლებაში ან გაგვიშვას ხელისუფლებიდან“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში. 

შეგახსენებთ, დღეს რუსთაველზე გამართული აქციის დასასრულს ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყება გამოაცხადა. ამ წუთებში ენმ-ის ოფისში ლიდერები ამ მასშტაბური აქციის დასაწყებად ემზადებიან. 

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა იწყება

სიახლეები

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტრო სადენები...

დანაშაული აღიარა – პროკურატურა ღუდუშაურისთვის აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს ითხოვს

პროკურატურის ცნობით, სასამართლოზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო...

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიღმის იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა...

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე პოლიციელზე ძალადობის ფაქტზე დააკავეს

შსს-ს განცხადებით, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. განცხადების თანახმად,...