ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების 53 შემთხვევა დაფიქსირდა, ამავე პერიოდში კი 3.282 ახალინფიცირებული გამოვლინდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 6,65%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 6,71%, ხოლო ბოლო 7 დღეში 6,24% შეადგინა.
21 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით 13 743 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია – 2 399 482 აცრა.