საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ეხმიანება მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წინადადებას მასთან შეხვედრის შესახებ და მოუწოდებს ხელისუფლებას, არ შეუქმნად დაბკოლებები ყოფილ პრეზიდენტს.
“მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ.
მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს. ასევე მივესალმები “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან”, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
შეგახსენებთ, გიორგი მარგვლაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა და შესაბამის უწყებებს წერილით მიმართა.
მეოთხე პრეზიდენტი მესამესთან შეხვადრას ოფიციალურად ითხოვს | გიორგი მარგველაშვილის მიმართვა