მთავარისიახლეებიმსოფლიო,, ჩრდილოეთ კორეას ისეთი რამ დაემართება, რაცა აქამდე არავის უნახავს''- დონალდ...

,, ჩრდილოეთ კორეას ისეთი რამ დაემართება, რაცა აქამდე არავის უნახავს”- დონალდ ტრამპის ამ მუქარის მიუხედავად, კიმ ჩენ ინმა მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

Published on

''ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მტკიცედ დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიის მიმართულებით რაკეტის აგრესიული გაშვება და ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, შეაჩეროს სარაკეტო პროგრამები. – ეს განცხადება მან „ტვიტერის“ პირად გვერდზე გააკეთა. 
 
გუშინ,  ჩრდილოეთ კორეამ  მორიგი რაკეტა  გაუშვა. რაკეტამ იაპონიის  ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილს გადაუფრინა.და, სავარაუდოდ, წყნარ ოკეანეში ჩავარდა, კუნძულ ჰოკაიდოდან 1180 კილომეტრის მოშორებით.
იაპონიის ხელისუფლებამ ოფიციალურად გაფრთხილა  მოსახლეობა მზარდი საშიშროების შესახებ  და სიფრთხლისაკენ მოუწოდა 
 
სიტუაცია კორეის ნახევარკუნძულზე დაიძაბა მას შემდეგ, რაც კორეის სახალხო რესპუბლიკამ და აშშ – მ მკვეთრი განცხადებები გაცვალეს. ჩრდილოეთ კორეა დაიმუქრა, რომ ბალისტიკურ რაკეტებს გაუშვებს გუამის რაიონში, სადაც ანდერსენისა და აფრა -ხარბორის ამერიკული ბაზებია განთავსებული.  პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპასუხო მუქარა შეუთვალა კიმ ჩენ ინს, რომ, თუკი იგი ,,რაიმეს მოიმოქმედებს გუამის წინააღმდეგ,  ისეთი რამ დაემართება, რაცა აქამდე არავის უნახავს.''
 
,,განცხადებებით ომის'' შემდეგ ორივე მხარემ შეარბილა ტონი, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ თავს შეიკავებს და ცოტა ხანს კიდევ დააკვირდება, როგორ მოიქცევა ამერიკა,  ტრამპმა მოუწონა ეს გადაწყვეტილება. თუმცა , გასულ კვირას აშშ- მ და სამხრეთ კორეამ დაიწყეს ერთობლივი ათდღიანი წვრთნები  "Ulchi — Freedom Guardian", რასაც ჩრდილოეთ კორეა შეიარაღებული კონფლიქტის რეპეტიციად აღიქვა. 
 
სწორედ ამას უკავშირდება ჩრდილოეთ კორეის მიერ გუშინ   მორიგი რაკეტის .დემონსტრატიულად გაშვება. 
 
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის რობ მენინგის განცხადებით, რაკეტა არ წარმოადგენდა საშიშროებას ჩრდილოეთ ამერიკისთვის
.
 



 

 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...