მთავარისიახლეებიმსოფლიოგაიყვანეთ ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან – მაკფოლის საპასუხო პირობები პუტინს

გაიყვანეთ ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან – მაკფოლის საპასუხო პირობები პუტინს

Published on

რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი ირონიულად გამოეხმაურა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების პროექტის შესახებ კრემლის წამოყენებულ პირობებს  და  ვლადიმირ პუტინს საპასუხო პირობების სია შესთავაზა.

კრემლისადმი მთავარი პირობები შემდეგნაირია – რუსეთმა გაიყვანოს ჯარები მოლდოვადან, საქართველოდან და უკრაინიდან და აღადგინოს ამ ქვეყნების სუვერენიტეტი.

“ახლა, როცა პუტინმა ევროპის უსაფრთხოების ახალი შეთანხმების შესახებ თავისი იდეები გამოაქვეყნა, ნება მომეცით, წარმოვადგინო შეთანხმების პროექტის რამდენიმე დამატებითი მუხლი. 

  • მუხლი 1: რუსეთი თანხმდება მოლდოვადან ძალების გაყვანასა და ამ ევროპული ქვეყნის სრული სუვერენტიტეტის აღდგენას. 
  • მუხლი 2: რუსეთი თანხმდება საქართველოდან ძალების გაყვანაზე, უარს ამბობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [ცხინვალის რეგიონი] დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებაზე და აღადგენს საქართველოს სუვერენიტეტს. 
  • მუხლი 3: რუსეთი თანხმდება უკრაინიდან ძალების გაყვანაზე, უბრუნებს ყირიმს უკრაინას, წყვეტს უკრაინაში სეპარატისტული ძალების მხარდაჭერს და აღადგენს ამ ევროპული ქვეყნის სრულ სუვერენიტეტს. 
  • მუხლი 4: რუსეთი თანმხდება ისკანდერის რაკეტების გამოტანაზე კალინინგრადიდან. 
  • მუხლი 5: ორივე, ინდივიდუალური და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობის აღიარებით, რუსეთი თანხმდება, შეაჩეროს მკვლელობის ოპერაციები ევროპაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, იქნება ეს დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თუ რუსეთი. 
  • მუხლი 6: რუსეთი განამტკიცებს თავის დადებულ პირობებს იმ შეთანხმებებზე, რომელსაც უკვე მოეწერა ხელი, მათ შორის ჰელსინკის საბოლოო აქტზე, პარიზის ქარტიასა და 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმზე. 

მეტის დამატებაც შემიძლია, მაგრამ მოლაპარაკებების დასაწყებად ეს საკმარისია. 

P.S. ვაცნობიერებ, რომ ამ პროექტის მუხლებს დეტალები აკლია (რადგან ეს ტვიტერია!) და შეიძლება, დაექვემდებაროს სხვადასხვა ინტერპრეტაციას, მაგრამ სწორედ ამისთვისაა მოლაპარაკებები. პუტინმა გამოდო თავისი სურვილების სია. აი, ეს არის ჩემი. ახლა ამ ორ დოკუმენტს შორის მოლაპარაკებები დავიწყოთ”. – წერს მაიკლ მაკფოლი.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...