სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში დიპკორპუსის წარმომადგენლებს მასპინძლობს

0
261

სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მასპინძლობს. – ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს.

შეხვედრის ფაქტი იმ დროს გაირკვა, როცა არხის ჟურნალისტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან  სამოქალაქო აქტივისტების შეკრების გადასაღებად მივიდნენ – აქტივისტები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოეთხოვათ. 

სწორედ ამ დროს გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილი რიგით მეორე საახალწლო მიღებას მართავდა, ამჯერად დიპლომატებისთვის..

პრეზიდენტის სტუმრებს შორის არიან საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ღონისძიების დაწყებამდე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საგარეო საქმეთა მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ღონისძიება მედიისთვის დახურულია. პრესსამსახურს მიღების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

წინა სტატიასაქართველო დიდ დიპლომატიურ სკანდალში გაეხვევა. ,,საჭიროების შემთხვევაში ჩემს უფლებებს აშშ – ში დავიცავ, ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც ვარ” ამბვობს თემურ ალასანია
შემდეგი სტატიათემურ ალასანიას გამოკითხვა დასრულდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ  მას ბრალი წაუყენონ.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური