“ჩვენი (თ)ვალი გაქვთ!” – “დროას” პროტესტი ზუგდიდის საკრებულოში

0
321

“ჩვენი (თ)ვალი გაქვთ!”, – ამ პლაკატის აღმართვით გააპროტესტა გიორგი გახარიას დაფუძნებული პარტიის მიერ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ ამ პარტიის წარმომადგენლის გოგა ფარულავას დასახელება ახლადარჩეული საკრებულოს მეორე სხდომაზე “დროას” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ.

პასუხად გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ ისინი პასუხისმგებლობას არ გაურბიან და სწორედ იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მოქმედებენ, რაც მათ ზუგდიდელმა ამომრჩეველმა დააკისრა. “საქართველოსთვის” კიდევ ერთმა წევრმა კი მარიამ სიჭინავას “შოუმენი” უწოდა.

შეგახსენებთ, საკრებულოს მეორე სხდომაზე თავმჯდომარეობის კანდიდატი მხოლოდ პარტიამ “საქართველოსთვის” დაასახელა: ენმ-მ სხდომა დატოვა, “ქართულმა ოცნებამ” კი განაცხადა, რომ არც კანდიდატურას დაასახელებს და არც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას. შედეგად, სხდომა კიდევ ერთხელ გადიდო, კვორუმის არარსებობის გამო.

წინა სტატია“ტონი შეცვალოს…” – ანა წითლიძე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე გახარიას პარტიიდან
შემდეგი სტატიაზუგდიდის საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური