მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსმა მესაზღვრეებმა თაგილონში ,,საზღვრის'' უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მოქალაქე მ.ცუშბაია დააკავეს

რუსმა მესაზღვრეებმა თაგილონში ,,საზღვრის” უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მოქალაქე მ.ცუშბაია დააკავეს

Published on

ოკუპირებულ   გალში,  სოფელ თაგილონში რუსეთის ფსბ აფხაზეთის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს 1975 წელს დაბადებული მ. ცუშბაია.  – ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სასაზღვრო სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით  „სპუტნიკ აფხაზია“ ავრცელებს. 
 
ცუჟბაიამ, რომელსაც არ ჰქონდა აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე  გადმოსვლისათვის საჭირო დოკუმენტები შეგნებუად დააღვია საზღვარი საქართველოსა და აფხაზეთს შორის საკონტროლო – გამშვები პუნქტის გვერდის ავლით. საქართველოს მოქალაქე ცუშბაიამ  ეს მეორედ ჩაიდინა. იგი ორი წლის წინათ, 2015 წელსაც  იყო  დაკავებული იგივე მიზეზით.- იგი მაშინ სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისათვის გაძევებულ იქნა აფხაზეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ . განმეორებითი დარღვევისათვის დაკავებული გადაეცა აფხაზეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს.- ნათქვამია სასაზღვრო სამმართველოს განცხადებაში.
 
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას მოქალაქე ცუშბაისა დაკავების შესახებ. უწყების განცხადებით,  ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად..
 
 
 


 

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...