მთავარისიახლეებიმსოფლიოხანგოშვილის მკვლელის გასამართლების შემდეგ გერმანიამ რუსეთის ორი დიპლომატი გააძევა

ხანგოშვილის მკვლელის გასამართლების შემდეგ გერმანიამ რუსეთის ორი დიპლომატი გააძევა

Published on

 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 დეკემბერს რუსეთის ელჩი სერგეი ნეჩაევი დაიბარა და რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ანნალენა ბერბოკმა განაცხადა.
ეს გადაწყვეტილება ტიერგარტენში მომხდარ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით იქნა მიღებული.
გერმანიის ფედერალური პროკურატურა აცხადებს, რომ მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მოხდა.
ბერბოკის განცხადებით, მკვლელობა სახელმწიფო დაკვეთით, წარმოადგენს „გერმანიის კანონმდებლობისა და სუვერენიტეტის სერიოზულ დარღვევას“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა რომ ადეკვატურ პასუხს გასცემს თავისი ორი დიპლომატის გერმანიიდან გაძევებას.

ბერლინის სასამართლომ 15 დეკემბერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა რუს ვადიმ კრასიკოვს, რომელიც 019 წლის 23 აგვისტოს ყალბი საბუთებით ჩავიდა ბერლინში და ტიერგარტენის პარკში ზელიმხან ხანგოშვილს სასიკვდილოდ ესროლა.

რუსეთის საელჩომ სასამართლოს განაჩენი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქმე ეხება მიკერძოებულ, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ უფრო ართულებს რუსეთსა და გერმანიას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს.

გამოცემა The Insider-მა, დამოუკიდებელმა ჯგუფმა Bellingcat-მა და ჟურნალმა Der Spiegel-მა მოახერხეს დაედგინათ, რომ ხანგოშვილის მკვლელი არის ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ფსბ-ს სპეციალურ ქვედანაყოფ „ვიმპელში“ მსახურობდა. როგორც გამომძიებლები აღნიშნავენ, მას ასევე ბრალი მიუძღვის რუსეთში ორი ბიზნესმენის შეკვეთილ მკვლელობებში.

მიმდინარე წლის აგვისტოში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის სასამართლო პროცესის ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე გამოვიდა ბრალდების მოწმე, რომელიც ბრალდებულის ახლო ნათესავია. მან არა მხოლოდ ამოიცნო კრასიკოვი, არამედ ჩვენება მისცა იმის შესახებ, რომ ის ადრე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფში მსახურობდა.

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოკლული იყო მოსკოვის მეტროში მოწყობილი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოვიანებთი მას უკავშირებდნენ ბესლანში სკოლის ხელში ჩაგდებას. პუტინის თქმით, ბერლინში მომხდარი მკვლელობა „ბანდიტური გარჩევის“ შედეგი უნდა იყოს.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...