მთავარისიახლეებისამართალიდღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება

Published on

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება.

„ლელოს“ ლიდერებსა და „ტვ პირველის“ მფლობელის მამას პროკურატურა ედავება ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება”. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას.

სასამართლო პროცესი ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. ბრალდებულები ამბობენ, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და დანაშაულიც არ არსებობს, რადგან საქმეში არ არის არც ერთი დაზარალებული.

გუშინ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ფეისბუკზე დაწერა: „დღესაც ვამაყობთ, რაც 2008 წელს გავაკეთეთ; გადავარჩინეთ საქართველოს საბანკო-საფინანსო სისტემა ჩამოშლას ჩვენი პირადი ინტერესის ხარჯზე, გადავარჩინეთ მეანაბრეები თანხის დაკარგვას, ათასობით “თიბისელი” სამსახურიდან განთავისუფლებას; ახლაც ზუსტად იმავეს გავაკეთებდით; ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც“.

სიახლეები

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა გააგრძელონ, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის მიმართულებით, — ამის შესახებ...

საპატრიარქო: სამთავროს მონასტერში ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა

საქართველოს საპატრიარქო სამთავროს მონასტერში რუსულ ენაზე ლიტურგიის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს,...

ზელენსკი არ არის კარგი ადამიანი, ვისთანაც საქმის დაჭერა ღირს – ტრამპი

ზელენსკი არ არის კარგი ადამიანი, ვისთანაც საქმის დაჭერა ღირს... ისინი არ აპირებენ ზელენსკისთან...

აშშ-ის სკოლაში სროლის შედეგად 4 პირი დაიღუპა, მათ შორისაა 3 ბავშვი

აშშ-ის სკოლაში სროლის შედეგად 4 პირი დაიღუპა, მათ შორისაა 3 ბავშვი - როგორც Reuters...