მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს ქვეყანაში ყველა პოლიტიკოსი იმის მოლოდინშია, რომ შეიძლება დაიჭირონ ან იძალადონ -...

დღეს ქვეყანაში ყველა პოლიტიკოსი იმის მოლოდინშია, რომ შეიძლება დაიჭირონ ან იძალადონ – ოპოზიცია ერთიანია და ,,ოცნებას” ეს არ გაუვა – ელენე ხოშტარია

Published on

პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე ისინი კონკრეტულ, კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდნენ. 

ჩვენ შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ, კოორდინირებულ მოქმედებაზე. როგორც საერთაშორისო, ასევე ქვეყნის შიგნით რეაგირებაზე. ძალიან კონკრეტულ წინადადებებზე შევთანხმდით და ოპოზიცია იქნება კოორდინირებული. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ახალი წელს ან რაიმე სახის სხვა ბარიერებს გამოიყენებენ იმისთვის, რომ მშვიდად ჩაატარონ ეს პროცესი, გარანტიას ვაძლევთ, ასე არ მოხდება.  – თქვა ხოშტარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

“ჩვენ ძალიან ცხადად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული, აბსოლუტურად პოლიტიზებული პროცესები, რომელიც, ჩვენი მოლოდინით, მალე დასრულდება პოლიტიკური ლიდერების, ტელევიზიების ხელმძღვანელების მორიგი დაკავებებით. თუ ქართულ ოცნებას აქვს ილუზია, რომ ამით ოპოზიცია დასუსტდება, მინდა დავარწმუნო, რომ პირიქით და დღევანდელი შეხვედრაც ამის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ერთიანები ამ საკითხში და შეუძლებელია რაიმე კონფლიქტის და კინკლაობის შემოტანა ოპოზიციაში.

დღეს ყველა პოლიტიკოსი საქართველოში იმის მოლოდინშია, რომ ან შეიძლება დაგიჭირონ, ან იძალადონ. არათუ ვერ გაგვტეხს, გაგვაძლიერებს, გაგვაერთიანებს და კიდევ უფრო აქტიურად გვიბიძგებს მოქმედებისკენ. ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები”.

ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიცია სრულად უჭერს მხარს ლელოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და TV პირველის დამფუძნებელს, ავთო წერეთელს, რომელთა სასამართლო პროცესი ხვალ, 16 დეკემბერს გაიმართება.

დროას ლიდერი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას სამოქალაქო თანხმობის შესახებ და თქვა, რომ ოპოზიცია ამ პროცესში ჩასართავად მზად არის.

სიახლეები

უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

პროკურატურა ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შსს-ს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მეშვეობით ცდილობს – TI

"პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის...

ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებში სამი ცხედარი აღმოაჩინეს....

მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე განრიდება ითხოვა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის...