მთავარისიახლეებისამართალისასამართლომ რკინიგზის დეპარტამენტთან გამართულ აქციაზე დაკავებული ათივე პირი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა

სასამართლომ რკინიგზის დეპარტამენტთან გამართულ აქციაზე დაკავებული ათივე პირი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით რკინიგზის დეპარტამენტთან გამართულ აქციაზე დაკავებული ათივე პირი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
სასამართლო პროცესი  8 სექტემბერს გაგრძელდება. სხდომის გადადება  დაკავებულების ადვოკატებმა მოითხოვეს. – დაცვის მხარემ საქმის მასალებისა და მტკიცებულებების გაცნობისთვის დრო ითხოვა.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების მიერ დაყენებული მეორე შუამდგომლობა  საქმეების გაერთიანების შესახებ. სასამართლო, ისევე, როგორც დღეს დაკავებულთა საქმეებს მეორე სხდომაზეც ცალ-ცალკე განიხილავს. 
 
შეგახსენებთ, გუშინ  საქართველოს რკინიგზასთან რკინიგზელთა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და   სამართალდამცავებს შორის  დაპირისპირება მოხდა.  სიტუაცია რკინიგზის ცენტრალურ ოფისთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა საქართველოს რკინიგზის ოფისის ფოიეში შესვლა და შიმშილობის აქციის იქ გაგრძელება სცადა. მათ ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა. დაკავებულია   აქციის ათამდე მონაწილე. 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....