მთავარისიახლეებისაზოგადოებასაია წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ნიშნით ...

საია წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს

Published on

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. საანგარიშო პერიოდი 2017 წლის 1-ელი ივნისიდან – 31 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
 
საია-ს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ფიზიკური ანგარიშსწორების 2, აგიტაციაში ხელშეშლის 2, სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის 1 და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 1 ფაქტი.
 
მათივე ინფორმაციით, ძალადობისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ დაფიქსირდა.
 
”23 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე არსებობდა ძალადობის გარკვეული რისკები, თუმცა პოლიციამ უზრუნველყო იქ მყოფ პირთა უსაფრთხოება, რაც პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს”, – ნათქვამია ანგარიშში.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელყუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...