მთავარისიახლეებიეკონომიკა,,საქართველოში ცხოვრების ღირებულება ძვირდება'' - სტატისტიკის ეროვნული სამსახური

,,საქართველოში ცხოვრების ღირებულება ძვირდება” – სტატისტიკის ეროვნული სამსახური

Published on

საქართველოში ცხოვრების ღირებულება ძვირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, გასულ წელთან შედარებით, რეკორდული 34.2 ლარით გაიზარდა და 223.7 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს საარსებო მინიმუმმა ქვეყნის სიტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულს, 224.2 ლარს მიაღწია, ნოემბერში კი მაჩვენებელი მხოლოდ 50 თეთრითაა შემცირებული. 

საარსებო მინიმუმის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობას ცხოვრება უძვირდება, რაც, გარკვეულწილად, ინფლაციის მაღალ დონეს უკავშირდება. ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 12.5%-ს შეადგენს.

ამასთან,  ბოლო ერთი წლის ჭრილში ფასები გაზრდილია თითქმის ყველა სასაქონლო ჯგუფში გარდა კავშირგაბმულობისა.

ასეთია იმ 10 პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც ნოემბერში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა:

  1. კომბოსტო — გაძვირდა 96,7%-ით;
  2. ბადრიჯანი — გაძვირდა 74,8%-ით;
  3. ქლიავი — გაძვირდა 58,4%-ით;
  4. თერმომეტრი — გაძვირდა 47,6%-ით;
  5. ბენზინი — გაძვირდა 44,7%-ით;
  6. ლურსმანი — გაძვირდა 43,7%-ით;
  7. კვერცხი — გაძვირდა 41,6%-ით;
  8. ყურძენი — გაძვირდა 41,4%-ით;
  9. მზესუმზირის ზეთი — გაძვირდა 40,8%-ით;
  10. დიზელის საწვავი — გაძვირდა 40,4%-ით.

გარდა ამისა, ფასები მომატებულია კიდევ 260 დასახელების პროდუქტსა და მომსახურებაზე.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] ეკონომიკური ანგარიშის მიხედვით, მაღალი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა.

 

სიახლეები

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...

შსს-მ უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური ღონისძიებების საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48...

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...