მთავარისიახლეებიმსოფლიოშარლ მიშელი ბრიუსელში ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

შარლ მიშელი ბრიუსელში ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

Published on

გუშინ, 14 დეკემბერს დღევანდელი სამიტის წინ ბრიუსელში სომხეთის პრემიერმინისტრის, აზერბაიჯანის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. მედიის ინფორმაციით, მანამდე შარლ მიშელი ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ცალკ-ცალკე შეხვდა.

 ფაშინიანმა და მიშელმა შეხვედრაზე დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება, რაც ხელს შეუწყობს სტაბილურობას და პრობლემების ყოველმხრივ დარეგულირებას.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ალიევმა და მიშელმა განიხილეს სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი და ჰუმანიტარული სფეროები. გარდა ამისა, ისაუბრეს იმ დახმარებაზე, რომლის გაწევაც ევროსაბჭოს შეუძლია ერევანსა და ბაქოს შორის ურთირეთობის ნორმალიზაციისთვის.

ალიევი და ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვე სამიტში, რომელიც დღეს, 15 დეკემბერს გაიმართება

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...