მთავარისიახლეებისაზოგადოება15 დეკემბერი: დადასტურდა კორონავირუსის 3278 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 53 ადამიანი

15 დეკემბერი: დადასტურდა კორონავირუსის 3278 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 53 ადამიანი

Published on

15 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 278 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 890, ხოლო გარდაიცვალა 53 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 585 კვლევა ტესტით, მათ შორის, 31 630 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 955 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,48%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 7,46% ხოლო 7 დღის მანძილზე — 6,96%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა: თბილისი — 1 444; აჭარა — 189; იმერეთი — 472; ქვემო ქართლი — 175; შიდა ქართლი — 286; გურია — 81; სამეგრელო-ზემო სვანეთი — 231; კახეთი — 188; მცხეთა-მთიანეთი — 86; სამცხე-ჯავახეთი — 103; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 299  საიდანაც: 5 887 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 472, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 323. 1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 33 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 36 404.

ცნობისათვის: ამ ეტაპზე სამეგრელოს კოვიდცენტრებში 443-ზე მეტი პაციენტია განთავსებული,  მათგან, მედიკოსების ინფორმაციით, 39 ადამიანის მდგომარეობა  მძიმეა 

 

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...