მთავარისიახლეებიმედიამენეჯერები რეკლამების განთავსების ახალი რეგულაციების გადადებას ითხოვენ

მედიამენეჯერები რეკლამების განთავსების ახალი რეგულაციების გადადებას ითხოვენ

Published on

პარლამენტში ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა გრძელდება. პროცესს მედიამენეჯერებიც ესწრებიან, რომლებიც სატელევიზიო რეკლამის აკრძალვას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ ხელისუფლებამ კანონის ეს ნაწილი, დამოუკიდებელი ტელეკომპანიებისთვის ფინანსური პრობლემის შესაქმნელად გამოიგონა.

ტელეკომპანია კავკასიის დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა პარლამენტს მოუწოდა, რომ კანონპროექტის განხილვა გადაიდოს და მისი აკრძალვის ნაცვლად გარკვეული რეგულაციებზე იმუშაოს.

“როცა რაღაც მარწყვების რეკლამა გადის რომელიმე არხზე, ის უფრო ეფექტურია, თუ როცა მათ საყვარელ სპორტსმენს, ახალგაზრდების კუმირებს აცვიათ მაისური სხვადასხვა ბეთების წარწერებით, ეს უფრო წამახალისებელი არ არის? მაშინ რატომ ვტოვებთ სპორტში.

მე მოგიწოდებთ და გთავაზობთ, რომ გადადოთ ეს საკითხი, რაც შეეხება მედიის და რეკლამის ნაწილს, მოგიწოდებთ ვიმუშაოთ შეზღუდვებზე”,-თქვა ნინო ჯანგირაშვილმა.

ფორმულას დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით კი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ქვეყნის პრობლემაა, თუმცა მისი თქმით, ამ შემთხვევაში, მსგავსი კანონი მედიისთვის შემოსავლის შემცირების მცდელობას უკავშირდება.

“ჩვენ მივეჩვიეთ, რომ როცა დაჩქარებული წესით ხდება სამაუწყებლო კანონის ცვლილება, უკავშირდება მედიისთვის შემოსავლების შემცირებას. ჩვენ ვიაზრებთ, რომ ლუდომანია არის პრობლემა ამ ქვეყანაში და ამას არავინ უნდა გაექცეს, თუმცა ასეთი ტიპის რეგულაციები არის გაუაზრებელი”,-თქვა ზუკა გუმბარიძემ.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...