მთავარისიახლეებიპოლიტიკაენერგოდამოუკიდებლობა იცავს ქვეყანას აქტორებისგან, რომლებიც ენერგიასა და გაზს იყენებენ, როგორც...

ენერგოდამოუკიდებლობა იცავს ქვეყანას აქტორებისგან, რომლებიც ენერგიასა და გაზს იყენებენ, როგორც გეოპოლიტიკურ იარაღს

Published on

 ენერგეტიკული უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოებაა, ამიტომ, ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად მუშაობა უნდა გაგრძელდეს – განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

  ელჩმა სამხრეთ კავკასიის თავისუფალი ენერგეტიკის ფორუმზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა გააგრძელონ მუშაობა ენერგეტიკის გამჭვირვალე და თანმიმდევრულ ეროვნულ სტრატეგიაზე მნიშვნელოვანი საჯარო კონსულტაციების გზით 

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება სათბურის გაზების ემისიით დაბინძურების შემცირებაზე და ნულიდან გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის ბაზრის აშენება ქებას იმსახურებს, მუშაობა უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ენერგოდამოუკიდებლობას” — განაცხადა დეგნანმა.

მისივე თქმით, ეს შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივ ბაზრებზე მორგებული წამახალისებელი სქემით და განახლებადი ენერგიის ახალი გენერირებით, რაც ამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტზე და იცავს ქვეყანას მავნე აქტორებისგან, რომლებიც იყენებენ ენერგიასა და გაზს, როგორც გეოპოლიტიკურ იარაღს

სიახლეები

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...