მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ-ს კონფლიქტი აქვს ქართველ ხალხთან - პაპუაშვილი

ენმ-ს კონფლიქტი აქვს ქართველ ხალხთან – პაპუაშვილი

Published on

“ქართული ოცნების” დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის აზრით, “ნაციონალურ მოძრაობას” კონფლიქტი არა მმართველ გუნდთან, არამედ ქართველ ხალხთან აქვს.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ბოლო მიმართვიდან ჩანს, რომ ოპოზიცია ეძებს გზას, როგორმე მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოვიდეს.

“ჩვენ ვნახეთ ის ტონი, ის მიმართვა, რომ იქით აქვს საპატიებელი “ქართულ ოცნებას” და ა.შ. კიდევ ერთხელ, ეს არის ფარისევლობა, ერთადერთი, რაც ამ ყველფარის უკან დგას, “ნაციონალური მოძრაობა” და სააკაშვილი ეძებენ გზას როგორმე რომ გამოვიდეს ის სასჯელახსრულების დაწესებულებიდან. ეს არის მთელი ასავალ-დასავალი ამ საკითხის, “ნაციონალურ მოძრაობას კონფლიქტი არ აქვს “ქართულ ოცნებასთან”, “ნაციონალურ მოძრაობას” კონფლიქტი აქვს ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ მხარდამჭერებს მიმართა და 21 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...