მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ძალიან ხალისიანად გაგვცა პასუხი ყველა კითხვაზე, დავსახეთ შემდგომი მოქმედების ტაქტიკა''- ექიმი...

,,ძალიან ხალისიანად გაგვცა პასუხი ყველა კითხვაზე, დავსახეთ შემდგომი მოქმედების ტაქტიკა”- ექიმი ნინო შარაშენიძე

Published on

,, გავეცანით პაციენტის ავადმყოფობის მთელ ისტორიას, ერთი კვირის განმავლობაში შესრულებული ლაბორატორიულ კვლევის შედეგებს, თუმცა ჩვენ ისედაც გვაქვს გარკვეული წვდომა ამ მასალებზე ხოლმე კვირის განმავლობაში მთლიანად . ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია  და ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის რაიმე საშიში გართულება არ აღენიშნება”- ამბობს სახელმწიფო კონსილიუმის წევრი,  ჰემატოლოგი  ნინო შარაშენიძე სამხედრო  ჰოსპიტალში პრეზიდენტის მონახულების შემდეგ.

იგი საუბრობს პრობლემებზე, რომლიც ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. ,,პაციენტს შემცირებული აქვს ჰემოგლობინი, პერიოდულად შედარებით მცირდება, მატულობს, თუმცა თავის ძირითადი ქრონიკული დაავადებიდან გამომდინარე, ძალიან მაღალი ჰემოგლობინი ისედაც არასდროს არ აქვს. არ აღენიშნება არცერთი ვიტამინის დეფიციტი, არ აქვს აქტიური ჰემოლიზი. 

პერიოდულად, არის სუსტად,  ეს სისუსტე გაცილებით უფრო თვალშისაცემია დღის მეორე ნახევარში ხოლმე, რაც სავარაუდოდ, მის ემოციურ ლაბილობას უკავშირდება, იღლება ვიზიტორებთან შეხვედრით, იმ ემოციით, რასაც იღებს ტელევიზორიდან და ა.შ. აბსოლუტურად ადეკვატურად, ძალიან ხალისიანად გაგვცა პასუხი ყველა ჩვენს დასმულ კითხვაზე, დავსახეთ შემდგომი მოქმედების ტაქტიკა” — ამბობს ექიმი შრაშენიძე.

.

სიახლეები

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...

დაკავებულია დაცვის პოლიციის თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,...

ზელენსკი არის უმადური ადამიანი – შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" ლიდერი, შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტს "უმადურ ადამიანს" უწოდებს. როგორც მან ქართველ ჟურნალისტებთან თქვა,...

ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ იმედს გვაძლევს საქართველოზე, ქართველი ხალხია – ტობიას კრემერი

ჩვენი პოზიცია ცხადია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის...