,,სწორად დანახული დინამიკაა” – გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე ჩატარდეს შეხვედრა სამი პრეზიდენტის ფორმატში

0
262

გიორგი მარგველაშვილს სამი პრეზიდენტის შეხვედრის ინიციატივა ძალიან ადეკვატური ტაქტიკად მიაჩნია. მარგველაშვილის განცხადებით, რამდენიმე მომენტიდან გამომდინარე, ასეთი პროცესი ამ ფორმატში ვერ ჩაიკეტება. მისივე თქმით, სამი პრეზიდენტის შეხვედრა, როგორც დასაწყისი, სწორად დანახული დინამიკაა.”

 მეოთხე პრეზიდენტმა   ე.წ. რეკონსილაციისა და მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებულ 3 პრეზიდენტის  ფორმატზე ისაუბრა “მთავარი არხის”  გადაცემაში “მთავარი აქცენტები”

 “ძაან ადეკვატურია ასე გახსნა –  პოლიტიკურ წონას წევ, კონსენსუსის პრეცენდენტს ხსნი, თან არა ერთმანეთის მოკავშირეების, ერთად ყოფნის პრეცენტენტს ქმნი და ამ პრეცენდენტს აჩვენებ”, – განაცხადა მან.

რაც შეეხება  ზურაბიშვილის  მონაწილეობას სამი პრეზიდენტის შეხვედრის ფორმატში, მარგველაშვილმა თქვა, რომ  ამ შანსს “პესიმიზმით და იმედით”  უყურებს: “იმედი მაქვს, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს, რადგან  დეესკალაციის მიღწევის   პირობა დადო დემოკრატიის სამიტზ, ხოლოე   პესიმიზმი მაქვს იმ მიმღებლობის, რაც ამ ნაბიჯებს შეიძლება ჰქონდეს “ქართული ოცნების” მხრიდან”.

მისივე განცხადებით,  ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა საქართველოში მანამდე არარსებული პრეცედენტი შექმნას, ასეთი შეხვედრა რეალურად არის ყველა პოლიტიკური გემოვნების მომცველი, რომლის შედეგადაც, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე კონკრეტულ მუხლებს და კანონპროექტებს არ გაივლი, მაგრამ ძალიან კარგ პოლიტიკურ პლატფორმას შექმნი შემდეგი საუბრისთვის”, — აღნიშნავს მეოთხე პრეზიდენტი.

 მისივე თქმით, 3 პრეზიდენტის შეხვედრა უმჯობესია  ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართოს და არა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რაზეც მიხეილ სააკაშვილი ლაპარაკობს, გამომდინარე იქიდან, რომ მას ამ შეხვედრისთვის აქედან არ გაიყვანენ. ხოლო გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის სურვილის შემთხვევაში  სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოიყვანენ.

 

 

 

 

11 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა ინკლუზიურ პროცესზე და გიორგი მარგველაშვილის იდეის შესრულებას შესთავაზა. კერძოდ, სააკაშვილი მარგველაშვილსა და ზურაბიშვილს შეხვედრას სთავაზობს. მისივე თქმით, ზურაბიშვილს ამ შეხვედრაზე შეწყალებას არ სთხოვს.

 

სააკაშვილის ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება მშვიდობა, განვითარება და სრული გადატვირთვა. მისი თქმით, დრო ძალიან ცოტაა და არც ერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლება, ამიტომაც, სთხოვს საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას, საერთაშორისო თანამეგობრობას, ხელი შეუწყონ რეკონსილიაციის პროცესს და მის შემოთავაზებულ ფორმატს.

წინა სტატია„ომიკრონი“ სავარაუდოდ „დელტა“ შტამზე სწრაფად ვრცელდება და მის წინააღმდეგ ვაქცინები შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს- ჯანმო
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებას აქვს სააკაშვილის ფობია… ის კადრები იყო გამომქვეყნებლისთვის შეურაცხყოფა და არა სააკაშვილისთვის…” – მარგველაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური