მთავარისიახლეებისაზოგადოებახელისუფლება ბაგრატის ტაძარში გაჩენილ მცირე ხარვეზებს გელათის დიდი პრობლემების გადასაფარად იყენებს

ხელისუფლება ბაგრატის ტაძარში გაჩენილ მცირე ხარვეზებს გელათის დიდი პრობლემების გადასაფარად იყენებს

Published on

ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ირწმუნებიან, რომ  შენობაში  წყალი 10 ადგილიდან ჟონავს. მათი თქმით, სველდება შენობის კედლები და ფასადის ქვა.

მათი ქმით, ბაგრატის ტაძარში წვიმის შეჩერება მინიმალური დანახარჯებით არის შესაძლებელი, თუმცა ხელისუფლება ბაგრატს გელათის პრობლემების გადასაფარად იყენებს.

,,ამ  ტაძართან დაკავშირებით არსებობს მხოლოდ და მხოლოდ პრობლემა და ეს პრობლემა უდნა მოაგვაროს თანაბრად როგორც სახელმწიფომ, ისე სასულიერო პირებმა ”- ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი. 

ქუთათელ-გაენათელი მიტროპლიტი მეუფე იოანე გამრეკელი ბაგრატის ტაძარში არსებულ პრობლემას ადასტურებს, თუმცა ირწმუნება, რომ წვიმა მხოლოდ სახურავს აზიანებს  და ეს ხარვეზი სწრაფად და მარტივად შეიძლება აღმოიფხვრას. მისი თქმით, გაცილებით საყურადღებოა გელათის ტაძრის მდგომარეობა.

,,დიდი არაფერი არ არის, უბრალოდ, სარკმელთან უნდა ამოილესოს, დახრა ჰქონდეს სწორი, რომ წვიმის წყალი უკან არ შებრუნდეს. იქ რთული არაფერია, რთულია უფრო გელათის. ეს ნიშნავს, რომ ნაკლებობაა პროფესონალი მშენებლების. საკითხი დაისვა, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო მოამზადებს მშენებლებს და რესტავრატორებს, სერტიფიცრებული ხალხი იქნება და მხოლოდ ისინი დაიშვებიან მომავალში… შეცდომები ხდება, მაგრამ მთავარია გამოსწორება შეცდომების, – თქვა მეუფე იოანემ. 

საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლება დუმს.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...