მთავარისიახლეებიმსოფლიორომის პაპმა უკრაინისთვის ილოცა: „დაე, ამ აღდგომამ მშვიდობა მოუტანოს უკრაინას“

რომის პაპმა უკრაინისთვის ილოცა: „დაე, ამ აღდგომამ მშვიდობა მოუტანოს უკრაინას“

Published on

კვირას რომის პაპმა ფრანცისკემ თავისი ხმა შეუერთა უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით რუსეთის სამხედრო ძალების თავშეყრით გამოწვეულ საერთაშორისო შეშფოთებას და შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„იარაღი – არ არის გამოსავალი“, – განაცხადა ვატიკანში 12 დეკემბერს წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან მრავალრიცხოვანი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს კათოლიკური ეკლესიის პონტიფიკმა.

რომის პაპის თქმით, მან ლოცვაში მოიხსენია „ძვირფასი უკრაინა მისი ყველა ეკლესია, რელიგიური გაერთიანება და უკრაინელი ხალხი და ილოცა, რომ იქ არსებული დაძაბულობა სერიოზული საერთაშორისო დიალოგით გადაიჭრას და არა იარაღის დახმარებით.
დაე, ამ აღდგომამ მშვიდობა მოუტანოს უკრაინას“, – აღნიშნა რომის პაპმა.

უკრაინაში, სადაც 44 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან და უკრაინელთა დაახლოებით 10%-ი მისდევს კათოლიციზმს.

კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ათობით ათასი სამხედრო ძალის გადასროლა უკრაინის საზღვართან ნაკარნახევია ვლადიმირ პუტინის გეგმით, შეიჭრას უკრაინის ტერიტორიაზე.

რუსეთი ასეთ განზრახვას უარყოფს.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...