მთავარისიახლეებიმსოფლიოდიდი შვიდეული: უკრაინაზე თავდასხმას რუსეთისთვის დიდი შედეგები და მძიმე ფასი მოჰყვება

დიდი შვიდეული: უკრაინაზე თავდასხმას რუსეთისთვის დიდი შედეგები და მძიმე ფასი მოჰყვება

Published on

დიდი შვიდეული რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაზე თავდასხმას რუსეთისთვის დიდი შედეგები და მძიმე ფასი მოჰყვება.

ამის შესახებ საუბარია შვიდეულის იმ განცხადების პირველად ვერსიაში, რომელსაც როიტერსი აქვეყნებს. 

დღეს ინგლისის ქალაქ ლივერპულში გაიმართა შვიდეულის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა.  ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, კანადისა  და სხვა  ქვეყნების  დელეგატების გარდა შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის წარმომადგენელიც.

მათ განაცხადეს, რომ შეკრების მიზეზი რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზების დაგმობაა და მოსკოვს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

,,ჩვენ ხელახლა ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისა და დიპლომატიური გზების არჩევისკენ მოვუწოდებთ. რუსეთმა უნდა უერთგულოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის სამხედრო ქმედებების გამჭვირვალობის შესახებ მიცემულ პირობას.

ჩვენ ხელახლა ვადასტურებთ ნორმანდიის ფორმატში საფრანგეთისა და გერმანიის ძალისხმევისადმი მხარდაჭერას. ამ ფორმატის მიზანი მინსკის შეთანხმების სრულად განხორციელების მიღწევა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის გადაჭრაა”, – წერია დიდი შვიდეულის განცხადების პირველად ვერსიაში.

რუსეთს ეჭვიც არ უნდა შეეპაროს, რომ მომავლის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მასიური შედეგებისა და მძიმე ხარჯების მომტანი იქნება.” ნათქვამია შვიდეულის განცხადებაში

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...