მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის ელჩი სუდანში აუზში გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთის ელჩი სუდანში აუზში გარდაცვლილი იპოვეს

Published on

სუდანში რუსეთის ელჩი მირგაიასი შირინსკი თავისი რეზიდენციის აუზში გარდაცვლილი იპოვეს. სუდანის პოლიციის განცხადებით, ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. 
 
„დიდი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ 23 აგვისტოს ხარტუმში, სუდანში რუსეთის ელჩი მირგაიას შირინსკი გარდაიცვალა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 
 
 
სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა სუდანის პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილს გულის მწვავე შეტევის ნიშნები აღმოაჩნდა. ექიმები გამოიძახეს, მაგრამ ამ დროისათვის მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო. 
საელჩოს პრესსამსახურში ღნიშნავენ, რომ შირინსკის ბოლო დროს  ჰიპერტონია აწუხებდა.
 
მირგაიას შირინსკი 63 წლის იყო. ის სუდანში რუსეთის ელჩის მოვალეობას 2013 წლის დეკემბრიდან ასრულებდა. 
 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...