მთავარისიახლეებიპოლიტიკა​გახსოვთ, როგორ დაგვცინოდნენ პრორუსები "მაპზე უკეთესი მივიღეთო", დღეს ხომ დადასტურდა, რომ ეს...

​გახსოვთ, როგორ დაგვცინოდნენ პრორუსები “მაპზე უკეთესი მივიღეთო”, დღეს ხომ დადასტურდა, რომ ეს რუსეთისთვის ძალიან საშიში ფორმულირებაა – მიხეილ სააკაშვილი

Published on

რუსეთის მოთხოვნას, უარი თქვას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. მესამე პრეზიდენტის განცხადება და ისტორიული სამიტის ფოტომასალა მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება:

“მახსოვს, 2008 წელს, ბუქარესტის ნატოს სამიტზე, ბრიტანეთის პრემიერმა, გორდონმა თქვა: “უკრაინამ და საქართველომ მიიღეს უფრო მეტი, ვიდრე მაპი. საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები” – ეს არის ის ჩანაწერი, რაც ჯორჯ ბუშმა, კაჩინსკიმ და მე, მთელი ღამე მოლაპარაკებების შედეგად გამოვგლიჯეთ მერკელს, რომელმაც დიდი კამათის მერე მოიფიქრა ფორმულირება.

​გახსოვთ, როგორ დაგვცინოდნენ პრორუსები “მაპზე უკეთესი მივიღეთო”, ახლა დღეს ხომ დადასტურდა, რომ ეს რუსეთისთვის ძალიან საშიში ფორმულირებაა.

მაპი არაა გარანტია წევრობის და არის ფორმულირება. მე, ვინც, გადამწყვეტი როლი ვითამაშე ამ ფორმულირების მიღებაში, დღეს დილეგში პრაქტიკულად სიკვდილმისჯილი ვიმყოფები ამის გამო.” –ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში. 

Mikheil Saakashvili-(ი)ს ფოტო.

Mikheil Saakashvili-(ი)ს ფოტო.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...