მთავარისიახლეებისაზოგადოებადრომ დაადასტურა ლედი სანდრა რულოვსის ხედვის სისწორე - ქვეყანაში ექთნების...

დრომ დაადასტურა ლედი სანდრა რულოვსის ხედვის სისწორე – ქვეყანაში ექთნების დეფიციტია და აუცილებელია ამ სპეციალობაზე ორიენტირებული სასწავლებლის გახსნა

Published on

ლედი სანდრა რულოვსი სხვადასხვა ფონდებთან  საქმიანი შეხვედრების პროცესში  ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში ექთნების დეფიციტია და ითხოვდა დახმარებას და თანადგომას ახალგაზრდებისთვის  ამ სპეციალობაზე ორიენტირებული  სასწავლებლის  გახსნაში, რაც 2012წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ   განუხორციელებელი დარჩა.

რომ დაადასტურა, რომ სანდრა რულოვსის ხედვა ამ საკითხში  სიტუაციის ღრმა ანალიზზე იყო დაფუძნებული, და რომ ამ ხედვის რელიზაცია თავიდან აგვაცილებდა პრობლემას განსაკუთრებით დღეს, პანდემიის პირობებში  

 პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელის“ გენერალური მდივანი რევაზ კარანაძე ამბობს, რომ დღეს საქართველოში 18 ათასამდე ექთანია.

„10 დეკემბრის მდგომარეობით, მხოლოდ კოვიდპაციენტებს თუ დავითვლით, სტაციონარში 6 266 დაავადებული წევს, კიდევ 1172 კი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება. ექთნების ხელფასი საშუალოდ 200-500 ლარია, მათი შრომა ყოველთვის მძიმე იყო, კოვიდპანდემიის შემდეგ კი საერთოდ აუტანელი გახდა.

ერთ ექიმზე ოთხი ექთანი უნდა მოდიოდეს, საქართველოში კი 0.8 ექთანი მოდის, ამასთან ექთნებისთვის ღირსეული სამუშაო პირობები არ არის.-  განაცხადა მან მორიგ აქციაზე, რომელიც გაიმართა გუშინაც/ 10 დეკემბერს მთავრობის კანცელარიის წინ.    

 „კოვიდპანდემიის დროს ექთნებს არანორმალურად დიდი რაოდენობის  პაციენტის მოვლა უწევთ. სამედიცინო მანიპულაციების 80 პროცენტს ექთანი აკეთებს, ზრუნავს პაციენტის სუნთქვაზე, ჰიგიენაზე, მან უნდა შეამოწმოს პულსი, ფილტვები… “- ყვება რევაზ კარანაძე. ის არ გამორცხავს, რომ კოვიდპაციენტების სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებელი სწორედ კადრების ნაკლებობით იყოს გამოწვეული.

„სოლიდარობის ქსელის“  მსგავსად  ახალგაზდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ,,2021 წელს პანდემიის გამო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, სახელმწიფოს მიერ ამ კუთხით გატარებული ზომები კი წელსაც არაეფექტური იყო.

განსაკუთრებული სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ სამედიცინო სექტორში, მომსახურების სფეროსა და მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებული პირები, რადგან მათი შრომა ერთდროულად მძიმეცაა და დაბალანაზღაურებადიც, რასაც 2021 წელს არაერთი გაფიცვა თუ საპროტესტო აქცია მოჰყვა.”

მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ექთნების ნაწილს, იმათ, ვინც კოვიდპაციენტებს ემსახურებოდა, ვინც ტესტებზე, აცრებზე მუშაობდა, დამატებითი თანხა ჩაერიცხებოდათ. სახელმწიფო ძირითადად მართლაც ურიცხავდა კლინიკებს თანხას, მაგრამ ის ან ნაწილობრივ მიდიოდა ექთნებამდე ან საერთოდ არ მისულა. ჩვენ მოვითხოვეთ, შრომის ინსპექციას კლინიკები შეემოწმებინა. შემოწმება დაიწყეს, მაგრამ დასკვნები ჯერ არ დაუდიათ“.

 

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...