მთავარისიახლეებიპოლიტიკაარ ვიცი, რამდენად გულწრფელია სალომე ზურაბიშვილის სიტყვები შერიგებასა და კონსოლიდაციაზე

არ ვიცი, რამდენად გულწრფელია სალომე ზურაბიშვილის სიტყვები შერიგებასა და კონსოლიდაციაზე

Published on

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ არ იცის რამდენად გულწრფელია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შერიგებაზე საუბრის დროს. თუმც ისურვებდა, ეს ისტორიული როლი მან შეასრულოს. დეკანოიძის განცხადებით, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსოლიდაციაზე დგას.

“არ ვიცი რამდენად გულწრფელია სალომე ზურაბიშვილის სიტყვები შერიგებასა და კონსოლიდაციაზე, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს ისტორიული როლი მან შეასრულოს. ეს აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ჩემი აზრით, ამისთვის საჭიროა — ფიქრი და ქმედება მართმსაჯულების დეპოლიტიზაციაზე, ნამდვილი სასამართლოს რეფორმის ნება; მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე; გულწრფელი და რეალური პოლიტიკური დიალოგი. ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ევროატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად კონსოლიდაციაზე დგას”, —  წერს დეკანოიძე.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და  განაცხადა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. ზურაბიშვილის თქმით, ამით მივაღწევთ უახლესი ისტორიის “საერთო აღქმას” და წავალთ წინ. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსი, წარსულზე საუბარი და იმის გააზრება რაც მოხდა.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...