მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ლაგვილავამ ზუგდიდის საკრებულოს წევრის მანდატი დატოვა

ირაკლი ლაგვილავამ ზუგდიდის საკრებულოს წევრის მანდატი დატოვა

Published on

საკრებულოში შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ლაგვილავამ მანდატი დატოვა. მან დღევანდელ სხდომაზე დასწრების სურვილი გამოთქვა, რის შემდეგაც საკრებულოს დატოვებს. 

მისი თქმით, ძალიან გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ საკრებულო “ღირსეულად საქმიანობის გაგრძელებას” შეძლებს. ირაკლი ლაგვილავა წინა მოწვევის საკრებულოში ურბანული განვითარების კომისიის ხელმძღვანელი იყო. 

შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდში, სენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში საკრებულოს სხდომები გადაიდო და თავმჯდომარე ვერც ერთ ზემოთდასახელებულ მუნიციპალიტეტში ვერ აირჩიეს. 

 

სიახლეები

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...

მაღალჩინოსნების მოადგილეები სახელფასო დანამატებს და პრემიებს მიიღებენ

ახალი კანონპროექტით, რომელიც პარლამენტის საიტზე უკვე დარეგისტრირდა, მაღალჩინოსნების მიადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს...