მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი აპამპულავებს ამ ხალხს. ტიკარაძის გადადგომა კოვიდის მართვას რომ უკავშირდებოდეს, მთელი მთავრობა...

ივანიშვილი აპამპულავებს ამ ხალხს. ტიკარაძის გადადგომა კოვიდის მართვას რომ უკავშირდებოდეს, მთელი მთავრობა უნდა გარბოდეს. – ელენე ხოშტარია  

Published on

,,რომ ვუსმენდი, განცდა მქონდა, რამდენად შევეჩვიეთ ჩვენ არასწორი, არსებითად მახინჯი მართვის სისტემას, რომ აბსოლუტურად არავის არ აქვს განცდა, არც განცხადება კეთდება, არც რამის შეცვლის მოლოდინი და იმედი, რომ ეს უკავშირდება კოვიდის მართვას. კოვიდის მართვას რომ უკავშირდებოდეს, მთელი მთავრობა უნდა გარბოდეს, პირდაპირი გაგებით.” – ამბობს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომაზე.
,,,ჩვენ ყველამ ვიცით და ამაზე დროსაც არ დავხარჯავთ, რომ ეს უკავშირდება შიდა კულუარულ [დაპირისპირებას] ჩვენ ვარკვევთ ბიძინას რომელი ფრთა სად გადავიდა. რა თქმა უნდა, უნდა იცოდე, პულსზე გეჭიროს ხელი, მაგრამ იმდენად შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც პოლიტკოსისთვის, როგორც მოქალაქისთვის, რომ მორიგ ჯერზე უნდა ვიმარჩიელო, რა მოიხარშა ბიძინა ივანიშვილის თავში. […]
პარლამენტარების მიმართაც მქონია ეს განცდა, რომ აპამპულავებს ამ ხალხს – ხან ერთ ააჯანყებს, ხან მეორეს აჩხუბებს, ხან დაატაკებს და ეს ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია. ძალიან პროტესტი მაქვს ხოლმე ამ კულუარულ ანალიზში შესვლის. პრაგმატულადაც, ჩვენ არ უნდა გადავეწყოთ ამ დღის წესრიგზე, ამ თამაშებში არ უნდა შევიდეთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ძალიან მკაფიო დღის წესრიგი.”

სიახლეები

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი...

თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროპული ქვეყნები ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ – გერმანია

ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ, თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტაზე...