მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ არის ყოფილი მაღალჩინოსანი, ვინც პროკურატურამ სააკაშვილის თანამზრახველად გამოაცხადა?- ტვ პირველის ექსკლუზივი

ვინ არის ყოფილი მაღალჩინოსანი, ვინც პროკურატურამ სააკაშვილის თანამზრახველად გამოაცხადა?- ტვ პირველის ექსკლუზივი

Published on

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტების საპასუხოდ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია, ვის   გულისხმობს  გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსანში, რომელმაც მესამე პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებას შეუწყო ხელი. ,, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურატურამ  განაცხადა, რომ საზღვრის უკანონო კვეთის ხელშეწყობის საქმეში ბრალი ყოფილ მაღალჩინოსანს წარედგინა, თუმცა, არ დაუკონკრეტებით, ვისზე იყო საუბარი. ამაში დასამალი არაფერია, მაგრამ  ამაზე მე  არაფერს ვიტყვი,  ჯობია თავად დაასახელონ იგი, რადგან თავად გააჟღერეს ეს ვერსია” – თქვა ბექა ბასილაიამ.

და აი, ,,პირველებმა” დაადგინა იმ ყოფილი მაღალჩინოსნის ვინაობა, ვინც საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველად გამოაცხადა. 

 ,,პირველების” ინფორმაციით, საუბარია უკრაინის ხელისუფლების ერთ ერთი ქართველ მაღალჩონოსანზე, გიორგი ლორთქიფანიძეზე.   ამ ინფორმაციით, შოთაძის უწყებაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ქვეყანაში საიდუმლოდ შემოსვლის მარშრუტი სწორედ მისი შედგენილია.

,პირველების” ინფორმაციით,  სააკაშვილის საქართვლოში შემოსვლის საიდუმლო საქმეში ეძებდნენ და ადგენდნენ ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის როლსაც. სააკაშვილის ადვოკატები ფიქრობენ, რომ ახლა პროკურატურის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ამყოფოს ტერორის ქვეშ,

გიორგი ლორთქიფანიძე 2011 წელს შსს მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...