ბიძინა ივანიშვილი ემზადება ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის დასაჭერად, ასევე მედიის დასახურად. – წერს მიხეილ სააკაშვილი.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს მსგავსი ნაბიჯებით ქვეყანაში ტემპერატურის დაგდება და მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანა სურს.
,,რას შვება ივანიშვილი? – აძლიერებს დამსჯელ რაზმებს, ახალისებს კრიმინალს და ცდილობს პატარ-პატარა თემების შემოგდებით ორი მთავარი თემისგან ყურადღების გადატანას: რიგგარეშე არჩევნებისგან და ჩემი გათავისუფლებისგან. იგივე რიგგარეშე არჩევნების თემაზე დაბნეულობის შემოსატანად შემოაგდო 2%-იანი ბარიერის თემა და ჩემ შემთხვევაში – საავადმყოფოში გადაყვანის. ასევე იქირავა “ექსპერტები”, რომელთა მთავარი თემაა, რომ თურმე სააკაშვილის თემა ხელს უშლის ოპოზიციის ძირითად პროგრამას. ახლა მისი მთავარი მოკავშირეა საახალწლო გოჭი და საცივი და ხალხის ამ თემებზე გადართვა. ამ ყველაფრით მას სურს ტემპერატურის დაგდება, ფრუსტრაციის და პასიურობის დანერგვა. ამის პარალელურად ემზადება გვარამიას, ხაზარაძის დასაჭერად და მედიის დასახურად” მას სურს ტემპერატურის დაგდება, ფრუსტრაციის და პასიურობის დანერგვა- წერს მიხეილ სააკაშვილი