მთავარისიახლეებიპოლიტიკა მამუკა ხაზარაძემ ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს

 მამუკა ხაზარაძემ ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს

Published on

პოლიტიკური ანგარიშსწორების სასამართლო პროცესი  მამუკა ხაზარაძემ ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. დემარში პროკურატურის წინასწარ მომზადებულ შემაჯამებელ სიტყვას მოჰყვა.

პროკურატურამ მთავარი ფიგურანტების დაკითხვის შემდეგ წინასწარ მოტანილი ტექსტის კითხვა დაიწყო, რამაც ბრალდებულების პროტესტი  გამოიწვია.

,,უცბად დავინახეთ, რომ 30 გვერდიანი დასკვნა საბრალდებო მზად არის. ეს ნიშნავს, რომ პროკურატურას საერთოდ არ აინტერესებს სიმართლის დადგენა, წინასწარ არის გამოტანილი განაჩენი. ეს არის ტიპიური საბჭოური, ბიძინა ივანიშვილის მართული, პროკურატურა. დავტოვე პროტესტის ნიშნად, არანაირ სამართალთან ამ პროცესს საქმე არ აქვს. ამ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის გარდა, არ ჰყავს მომჩივანი, არანაირი ფულის მითვისება არ ყოფილა, რაც ყველაზე მთავარია, არანაირი ფულის გათეთრება არ ყოფილა, – განაცხადა ხაზარაძემ პროცესის შემდეგ. მისი თქმით, ამ  პროცესს სამართალთან კავშირი არ აქვს და პროკურორის მიერ წინდაწინ მომზადებულმა საბრალდებო  დასკვნამ ეს კიდევ ერთხელ ცხადჰყო.

საქმის სხვა ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე, რომელიც დღეს სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა, აღნიშნულ საქმეს შეთხზულს უწოდებს და პოლიტიკური დევნის კლასიკურ მაგალითად მოიხსენიებს. 

,,ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი, საქმე შეთხზულია და თუ ჯგუფურ დანაშაულზეა ლაპარალი, მასში მონაწილეობდნენ არა ჩვენ, არამედ  ის პროკურორები, რომლებიც იდგნენ ამ ბრალდების უკან.”   – თქვა ჯაფარიძემ. 

 

 

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...