მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირადად ივანიშვილის შურისძიებაა, რომ მამაჩემის ლეტალური შედეგი დადგეს - ვატო წერეთელი

პირადად ივანიშვილის შურისძიებაა, რომ მამაჩემის ლეტალური შედეგი დადგეს – ვატო წერეთელი

Published on

პირადად ივანიშვილის შურისძიებაა, რომ მამაჩემის ლეტალური შედეგი დადგეს, – ამის შესახებ ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს. მისი განმარტებით, მამას, ავთანდილ წერეთელს, რომელიც დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას აძლევს, მძიმე დიაგნოზის გამო მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთ ესაჭიროება.

ტვ პირველის დამფუძნებელი ამბობს, რომ ქვეყნიდან გასვლის შესახებ ნებართვას პროკურატურისგან 4 დღეა უშედეგოდ ელოდება.

6 თვის წინ მამას უმძმესი ოპერაცია გავუკეთეთ თირკმელზე, ჰქონდა კიბ, რის გამოც ახლა გვიწევს ისევ გასვლა ქვეყნის გარეთ. პროკურატურას 4 დღეა უკვე მივმართეთ, რომ მას მისცენ საშუალება გავიდეს სამკურნალოდ. 4 დღეა პროკურატურა საერთოდ პასუხსაც არ გვცემს. ეს არის პირდაპირ ბიძნა ივანიშვილის შურისძიება ჩემს ოჯახზე. მას უნდა, რომ ჩემი ოჯახის წევრის ლეტალური შედეგი დადგეს, იმიტომ, რომ თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე ხნის წინ იმდენი ატარეს სასამართლო დარბაზში, რომ ბოლოს ადამიანი გულის შეტევით საავადმყოფოში მოახვედრეს. ეს რომ პირადად ბიძნა იოვანიშვილის შურისძიებაა ჩემს ოჯახზე, ამას პირადად მე დავამტკიცებ. ადამიანმა 6 თის წინ უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა თირკმლის კიბოსი. დღეს რომ სასამართლოს არ გასჩენოდა რაიმე კითხვა, რომ არიოდება უნდოდა სასამართლოსი, გადავწიეთ ყევლაფერი, რომ დღეს მიეცა მას ჩენება. ჩვენებასაც იძლევა, მაგრამ ჩენების მერეც კი პროკურატირა 4 დღეა ჩვენ არ გვეუბნება არანაირ პასუხს. ეს არის ჯალათების ხელისუფლება, – აცხადებს ვატო წერეთელი.

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოს ჩვენებას დღეს ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი აძლევენ.

სიახლეები

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს  კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა 2 წლის განმავლობაში...

7 სხვადასხვა საქმეზე, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, 21 პირი დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საქართველოს რეგიონებში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის...

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია...