მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი მღებრიშვილი: ,,არ არის გამორიცხული ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს დივერსიის კვალიფიკაცია...

გიორგი მღებრიშვილი: ,,არ არის გამორიცხული ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს დივერსიის კვალიფიკაცია მიეცეს”

Published on

არ არის გამორიცხული  ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს დივერსიის კვალიფიკაცია მიეცეს – ამის შესახებ განცხადება გიორგი მღებრიშვილმა დღეს დილით გამართული თათბირის შემდეგ გააკეთა.
 
მისი თქმით, უსაფუძვლო არ არის ვარაუდი, რომ  ცეცხლი ბორჯომის ხეობაში ხელოვნურად გაჩნდა.
 
„მე, როგორც პოლიციელი არაფერს არ გამოვრიცხავ და  ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ,“-განაცხადა მღებრიშვილმა.
 
ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად დივერსიას პარლამენტშიც ასახელებენ. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმაც კი  გააკეთა. მისი თქმით, დივერსიის ვერსია განიხილება, რასაც გამოძიება დაადგენს.
 
„გავრცელდა გარკვეული ინფორმაციები, თითქოსდა, შესაძლოა, საქმე გვქონდეს დივერსიასთან. მართლაც არათავსებადად მოხდა სხვადასხვა წერტილში ცეცხლის გაჩენა, რომლის საფუძველი შეიძლება არც არსებობდა, ამიტომ, გამოძიებამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაადგინოს საერთო ჯამში რა იყო მიზეზი ამ ცეცხლის კერების. ყველა შესაბამისი საფუძველი ან ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს. შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ კონკრეტულად ვისაუბროთ დივერსიაზე, არ იქნება სწორი, თუმცა ვერსიად არის, რა თქმა უნდა და ამას გამოძიება დაადგენს,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
 
 

სიახლეები

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ...

“ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას “- ტრამპი

"ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას და თუ საჭირო გახდება,...

ბაჩო ახალაიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. ყოფილ...

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...