მთავარისიახლეებიპოლიტიკაცხელი ზამთარი ელოდება "ოცნებას"... სანამ მიხეილ სააკაშვილი გეყოლებათ ტყვეობაში, პოლიტიკური კრიზისი ვერ...

ცხელი ზამთარი ელოდება “ოცნებას”… სანამ მიხეილ სააკაშვილი გეყოლებათ ტყვეობაში, პოლიტიკური კრიზისი ვერ დასრულდება – ლევან ხაბეიშვილი

Published on

“გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი, სანამ მიხეილ სააკაშვილი გეყოლებათ პოლიტიკურ ტყვეობაში, მანამდე პოლიტიკური კრიზისი ბუნებრივად ვერ დასრულდება” – ამის სიტყვებით მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა “ქართულ ოცნებას” მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ეროვნული შერიგება სჭირდება ქვეყანას, რათა დასრულდეს პოლიტიკური დევნა და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები.

“ვისაუბრეთ გეგმებზე და მე შემიძლია, გავუმეორო “ოცნების” ხელისუფლებას, რომ გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი. სანამ მიხეილ სააკაშვილი გეყოლებათ პოლიტიკურ ტყვეობაში, მანამდე პოლიტიკური კრიზისი ბუნებრივად ვერ დასრულდება. და თუ ვინმე ფიქრობს ამ ქვეყნის კეთილდღეობასა და ბედზე, ეს პრეზიდენტი სააკაშვილი ნამდვილად არის, რომელიც ეროვნული შერიგების იდეით გამოდის. ახლა გაჯიუტებისა და კუნთების თამაშის დრო არ არის, მე მაქვს წარმოდგენა, რომ თქვენ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებავ, ემსახურებით რუსებს და თუ ეს ასე არ არის და ნამდვილად გაღელვებთ ქართველი ხალხის ბედი, ამ შერიგებას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს. თუ ამაზე არ მოდიხართ და ზამბარას ძალიან ებღაუჭებით და წელავთ, დიახ, მოგხვდებათ დინგში ივანიშვილო და “ქართული ოცნების” კრიმინალურო ბანდავ. ძალიან ცხელი ზამთარი ელოდება “ქართული ოცნების” ხელისუფლებას”, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის თხოვნა იყო, ნიკა მელიას სუს-ში დაბარებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გაჟღერებულიყო, რომ ენმ-ის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას სრულად უჭერს მხარას.

სიახლეები

ბრემენში, მკვლელობის ბრალდებით, 28 წლის ქართველი კაცი დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ ბრემენში 40 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცავი...

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში...

“არა რუსულ არჩევნებს!” -დღეს, თბილისში აქცია-მსვლელობა 15:00 საათიდან დაიწყება

არა რუსულ არჩევნებს!" - დღეს, თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა. ოპოზიციური პარტიების: "კოალიცია ცვლილებისთვის",...

არა რუსულ არჩევნებს! – 9 ნოემბერს, 15:00 საათზე, პროევროპული ოპოზიცია მსვლელობას მართავს

ხვალ, 9 ნოემბერს, პროევროპული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ინფორმაციით, შეკრება ორ ლოკაციაზე,...