მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს 5 ივლისის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდა

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს 5 ივლისის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდა

Published on

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს 5 ივლისის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოებისა და იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსასრულებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

მინისტრთა კომიტეტმა 02 დეკემბრის  გადაწყვეტილებით არ დახურა იდენტობის ჯგუფის საქმეები და განაგრძო მათზე ზედამხედველობა, ასევე, სახელმწიფოს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. 

“კომიტეტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2021 წლის ივლისის მოვლენებთან (“ღირსების მარში”) დაკავშირებით და მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოავლინოს მტკიცე პოლიტიკური ნება სიძულვილის დანაშაულთან საბრძოლველად.

კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ლგბტი თემისა და აქტივისტების მშვიდობიანი შეკრების უფლების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად.

კომიტეტი ხაზს უსვამს ჯეროვანი გამოძიებისა და ადეკვატური სანქციების მნიშვნელობას დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე, მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია ზემოაღნიშნულ მოვლენებთან

.

ასევე წარსულ შეკრებებთან, ეფექტიანად, სწრაფად, ყოვლისმომცველად იქნას გამოძიებული, აღმოფხვრას ნებისმიერი დისკრიმინაციული მოტივი და დაუყოვნებლივ დაიდენტიფიცირდეს და დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი.

დამატებით, კომიტეტმა მოსთხოვა ხელისუფლებას, რომ აცნობოს განახლებული ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.

კომიტეტი კვლავ მოუწოდებს სახელმწიფოს, შექმნას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად სპეციალური დანაყოფი. იმავდროულად მიმართოს ყველა ღონეს სიძულვილის დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებებში დისკრიმინაციული მოტივის გამოსაკვეთად.

კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების მჭიდრო ჩართულობით განაგრძოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დისკრიმინაციულად მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით”.

სიახლეები

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...

აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის...

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...