,,მესამე პრეზიდენტი დღეს, იმაზე დასუსტებული მეჩვენა, ვიდრე რუსთავის ციხეში, შიმშილობის დროს მონახულებისას”- მეუფე ნიკოლოზი

0
286

ახალქალაქის კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა. მღვდელმთავარი მიხეილ სააკაშვილს ლოცვებს ორი საათის განმავლობაში უკითხავდა და ზეთიც სცხო.

როგორც მღვდელმთავარი ამბობს, მესამე პრეზიდენტი მას დღეს, იმაზე უფრო დასუსტებული ეჩვენა, ვიდრე რუსთავის ციხეში, შიმშილობის დროს მონახულებისას:

“მომეჩვენა ძალიან დასუსტებული იმასთან შედარებით რაც პირველად ვნახე ჯერ, მერე მეორეჯერ ვაზიარე ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 40 დღე იყო შიმშილობის გასული, მაშინ უფრო მომეჩვენა ფიზიკურად უკეთესად” ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

მეუფე ნიკოლოზმა საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

,, კომენტარს არ ვაკეთებ. კრიტიკას ვუპასუხე იმით, რომ მოვედი, ვაცხე ზეთი მე გახლავართ მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი და ყოველ ჩემს სამღვდელო მოქმედებაზე ლოცვა-კურთხევის აღება არ შედის ჩენს უფლება-მოვალეობაში. მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მისგან მივიღე ლოცვა-კურთხევა, ეს იმას ნიშნავს, რომ მაქვს უფლება სხვა წესებიც  შევასრულო. დასუსტებულია ადამიანი” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

წინა სტატია გორის სამხედრო ჰოსპიტალთან პენიტენციური სამსახურის სპეციალური გადასაყვანი ავტომობილია მიყვანილი
შემდეგი სტატიასააკაშვილის ჯანმრთელობა სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ – კელი დეგნანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური