გორის სამხედრო ჰოსპიტალთან პენიტენციური სამსახურის სპეციალური გადასაყვანი ავტომობილია მობილიზებული.
ეს ის მანქანაა, რომლის მეშვეობითაც ადრე მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა მიზნით მიიყვანა პენიტენიცურმა სამსახურმა ეს მანქანა გორის ჰოსპიტალთან. უწყება ამბობს, რომ ეს მხოლოდ როტაციაა და ვინმეს გადაყვანასთან კავშირში არ არის.
აღსანიშნავია, რომ “მთავარმა არხმა” 3 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში 1 კვირის ვადაში გადაიყვანენ.