მთავარისიახლეებისაზოგადოებაცეცხლის ახალი კერები დაბის გზაზე- ხანძარი დასახლებულ პუნქტთან 100 მეტრშია, ადგილობრივები შველას...

ცეცხლის ახალი კერები დაბის გზაზე- ხანძარი დასახლებულ პუნქტთან 100 მეტრშია, ადგილობრივები შველას ითხოვენ

Published on

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა.როგორც "ოდიშინიუსს" ბორჯომის ტელეკომპანიის ჟურნალისტმა განუცხადა , მდგომარეობას ართულებს მეტეოროლოგიური პირობები,კერძოდ ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა."იმატა დაკვამლიანებამ.ადგილზე მცირე შესვენების შემდეგ მუშაობა განაახლა ავიაციამ. რთული ვითარებაა სოფელ დაბაში,მოსახლეობის განცხადებით ხანძარი მათ საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება,დამწვარია ხეხილის ბაღები.ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან ბორჯომში დღის ბოლოს ჩამოფრინდება.ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა." ეკატერინე ნოზაძის ინფორმაციით, რომელიც 2 დღეა შემთხვევის ადგილზე მუშაობს, "დაბა წაღვერის გზაზე ცეცხლმა ტრასამდე ჩამოაღწია , ამ წუთებში ძლიერი დაკვამლიანებაა ბაკურიანშიც, რის გამოც საბაგირო გზის მუშაობა ცალმხრივად შეწყდა. დიდველის საბაგირო გზასთან ცოტა ხნის წინ ევაკუაცია გამოცხადდა. ბოლო ინფორმაციით, კოხტაგორადან დამსვენებლები დაბაში ჩამოჰყავთ. საბაგიროს ზედა სადგურებიდან დაბა ბაკურიანამდე დამსვენებლები ჩამოჰყავს."- აცხადებს ეკატერინე ნოზაძე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...