მთავარისიახლეებიპოლიტიკატვ პირველის ექსკლუზიური ინტერვიუ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილთან, რომელიც ახლა მიხეილ...

ტვ პირველის ექსკლუზიური ინტერვიუ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილთან, რომელიც ახლა მიხეილ სააკაშვილს ასამართლებს 

Published on

 “ნოდარ მელაძის შაბათის”პირველი ინტერვიუ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილთან, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს ციხის კარი ვადაზე ადრე გაუღო, ახლა კი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ასამართლებს.

მოსამართლე ამბობს, რომ წლების წინ მიღებულ გადაწყვეტილებას დღესაც არ ნანობს. 

,,დღესაც რომ შემოსულიყო ეს საქმე, ჩამეხედა კანონმდებლობაში და როცა მუშაობს რამდენიმე კრიტერიუმი და ყველა კრიტერიუმი მსჯავრდებულს დაკმაყოფილებული აქვს, როგორ შეიძლება მოსამართლემ მას უთხრას უარი?!  რა უნდა ჩაწეროს გადაწყევტილებაშო – არ მინდა და არ გიშვებო? მოსამართლემ მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით უნდა იხელმძღვანელობს”- თქვა კოჭლამაზაშვილმა

 მოსამართლე აცხადებს, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გასამართლებულები ნომერ მე-10 ციხიდან მისი პირადი გადაწყვეტილებით გამოვიდნენ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მსჯავრდებულებს სასჯელი მხოლოდ გაუნახევრა. 

,,ერთი ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რაც მე იმ საქმის მასალებიდან ვიცი, რომ 2008 წლის განკარგულებით, პრეზიდენტს ნამდვილად განახევრებული ჰქონდა მათთვის სასჯელი და არა გათავისუფლება. ბუნებრივია, მას რომ გაეთავისუფლებინა, ისინი შემდგომ პირობით ვადაზე გათავისუფლებას არ დაექვემდებარებოდნენ”- აღნიშნავს მოსამართლე. 

მოსამართლეს ახლაც კარგად ახსოვს, 2009 წლის ხუთი სექტემბერი, ის დღე, როცა პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის განხილვა დააწერეს.

ვიყავი მორიგე სასამართლოში. ეს იყო შაბათი ან კვირა დღე. შემოვიდა სასჯელაშრების დეპარტამენტის წარდგინება, გარკვეული მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. მაშინ სასამართლო წყვეტდდა ამ საკითხს. 22 ან 24 ადამიანი იყო სიაში, სათითაოდ გაეცანით რასაკვირველია”– აცხადებს “ტვ პირველთან” მოსამართლე.

მისი თქმით, წლების მიმატებასა და გამოკლებასაც დიდი დრო დაუთმო, მაგრამ სახელებისა და გვარებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.  არ ჩაძიებულა საქმეს რის გამოც გერონტი ალანია და ალექსანდრე ღაჭავა სასჯელს იხდიდნენ.

,,ისიც მახსოვს, რომ მათი ვადების დათვლას საკმაოდ დიდი დრო დავუთმე. ბუნებრივია, დათვლილი მათაც ექნებოდათ, ისე რავინ შემოიტანდა, იქ რომ ვადები დარღვეული ყოფილიყო, მაგრამ მე ჩემს წილად რომ უნდა გადამემწომებინა. ამიტომ ყველა სათითაოდ რომ დავთვალე, მერე ჩავედი პროცესზე.

მათი სახელი არ მეცნო და რატომ? – იმიტომ რომ როცა ამ მსჯავრდებულების მიმართ განაჩენი გამოვიდა, პირველ ინსტანციაში კი არა აპელაციაშიც კი იმ პერიოდში მე მოსამართლე საერთოდ არ ვიყავი. ჩვენ ვიცოდით საქმე, რომელიც გახმაურებული იყო და არა მსჯავრდებულები”- აცხადებს ბადრი კოჭლამაზაშვილი. 

მოსამართლე ზეწოლაზე არ საუბრობს. არ ამბობს მოსთხოვა თუ არა ვინმემ გირგვლიანის საქმის გამო გასამართლებულები ციხიდან ვადაზე ადრე გამოეშვა.

ზეპირი მოსმენით იქნა განხილული  ეს წარდგინებები  ყველა. დარბაზში მე და ჩემი მდივანი უნდა ყოფილიყავით. მსჯავრდებული და მათი წარმომადგენელი. რომელიც წარდგინებას უჭერდა მხარს.  გერონტი ალანის სხდომა ცალკე ჩატარდა. მეორე  მსჯავრდებულის გვარი ახლაც არ მახსოვს”- ამბობს მოსამართლე. 

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გერონტი ალანაიას და ამავე დეპარტამენტის ოპერატიულ თანამშრომელს ალექსანდრე ღაჭავას  გამოძიება სანდრო გირგვლიანის ჯანმრთელობის დაზიანებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა. 

ალანიას ციხეში შვიდი წელი და ექვსი თვე უნდა გაეტარებინა, ღაჭავას კი 6 წელი და 6 თვე. რადგან სხვა ბრალდებულებთან ერთად ალანიამ და ღაჭავამ გირგვლიანი ძალის გამოყენებით ავტომანქანაში ჩასვეს, გაიტაცეს და ოქროყანის სასაფლაოზე სასტიკად ნაცემი და შიშველი დატოვეს. 

მოსამართლე კოჭლამაზაშვილი საკუთარ გადაწყვეტილებას მაშინ მოქმედი კანონმდებლობით ხსნის. 

იმ პერიოდში ვადაზე ადრე პატიმრობიდან მსჯავრდებული ორ შემთხვევაში გამოდიოდა.  მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულს 2/3 უნდა ჰქონოდა მოხდილი და მეორე – ციხეში  მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონოდა გატარებული :

მათ 6 თვეც ჰქონდათ მოხდილი და უფრო მეტიც – ეს პირობა დაკმაყოფილებული იყო. ასევე დაკმაყოფილებული იყო მეორე პირობა – ვინაიდან ისინი იყვნენ მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები, შესაბამისად,  2/3 უნდა ჰქონოდათ მოხდილი, ესეც მოხდილი ჰქონდათ და სასამართლოს არცერთი სამართლებრივი არგუმენტი არ ჰქონდა სასამართლოს მათ გათავისუფლებაზე რომ ეთქვა უარი.

ვიცი, რომ ზოგოერთი აფასებს ამ გადაწყვეტილებას,  ამბობენ, თითქოს კოჭლამაზაშვილმა პირობით ადრე გაათავისუფლა კონკრეტული მსჯავრდებულებიო, ამას ისე იხსენიებენ, თითქოს უკანონობა ნახეს. არადა ყველა მოთხოვნა იყო დაკმაყოფილებული. მოსამართლეს რომ უარი ეთქვა, ეს იქნებოდა უკანონო გადაწყვეტილება”- განაცხადა მოსამართლემ. 

.სასჯელის განახევრების საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ახლა მსჯავრდებულია.  ყოფილ პრეზიდენტს ექვსი წლით პატიმრობა აქვს შეფარდებული. კოჭლამაზაშვილი კი ისევ მოსამართლეა და ექვსი პიჯაკისა და ერთი ქაშმირის პალტოს საქმეზე პრეზიდენტს ასამართლებს. 

 

სიახლეები

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის...

შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ბათუმში შვილზე ძალადობის ბრალდები ქალი დააკავეს.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით...

დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მივმართავ პროკურატურას-ჯუანშერ ბურჭულაძე

"დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მივმართავ პროკურატურას"  ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ...

აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ის დონბასიდან ჯარებს გაიყვანს – ზელენსკი

აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ის დონბასიდან ჯარებს გაიყვანს -...