მთავარისიახლეებისუვერენული ქვეყნების გადასაწყვეტია რომელი ორგანიზაციის წევრობა სურთ - დეგნანის პასუხი ლავროვს

სუვერენული ქვეყნების გადასაწყვეტია რომელი ორგანიზაციის წევრობა სურთ – დეგნანის პასუხი ლავროვს

Published on

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადებაზე, რომ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება ნაღმია, უცნაურს უწოდებს და სტამბულის კონვენციას იხსენებს.

კელი დეგნანის თქმით, სუვერენული ქვეყნების გადასაწყვეტია რომელი ორგანიზაციის წევრობა სურთ:

“ლავროვის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა ასევე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს და ბოლო 13 წელია ეს მესიჯი არის თანმიმდევრული და მკაფიო, რომ საქართველო და უკრაინა გახდება ნატოს წევრი.

უცნაურია რატომ მიიჩნევს რუსეთი ამას საფრთხედ, როდესაც მან თავად მოაწერა ხელი 90-იან წლებში სტამბულის კონვენციას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს თავისი სუვერენული უფლება აირჩიოს რომელი ორგანიზაციის წევრი გახდება, შესაბამისად, საქართველოსაც და უკრაინასაც აქვთ სუვერენული უფლება გადაწყვიტონ, რომელი სამხედრო, თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის წევრობა სურთ. განსაკუთრებით თუ კი გადავხედავთ რუსეთის ქმედებებს და ამ ბოლო პერიოდში სამხედრო ძალების კონცენტრაციას უკრაინის საზღვრებთან, ნათლად ჩანს, რომ საფრთხე მოედინება ჩრდილოეთიდან და არა ვთქვათ, უკრაინიდან და საქართველოდან.

ნატოს ალიანსი მუშაობს იმისათვის, რომ მოიტანოს უფრო მეტი მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყნებში, შესაბამისად, საქართველოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გახდეს ნატოს წევრი ნამდვილად არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის“ ამბობს კელი დეგნანი.

უკრაინის და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება ევროპული უსაფრთხოების საძირკველში ჩადებული ნაღმია – განაცხადა ლავროვმა, სტოკჰოლმში, ეუთოს სამიტზე და კიდევ ერთხელ დაიმუქრა, რომ ვინც ამ გადაწყვეტილებას ხელს უწყობს, “ცეცხლს ეთამაშება”

სიახლეები

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ – განათლების სფეროს წარმომადგენლებმა მარში დააანონსეს

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ - ასეთი გზავნილით გამოვიდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლების...

სამთავრობო კომისია საწვავის ფასების შესწავლას იწყებს

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად,...

ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა - ამის შესახებ ადვოკატი მარიმა ჩხეიძე იუწყება. ინფორმაცია...

დავით ჯინჭრაძის თქმით, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

აქტივისტი, თავისუფლების მოედნის წევრი დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე...