მთავარისიახლეებიმსოფლიოახალი სანქციები ბელარუსის მიმართ

ახალი სანქციები ბელარუსის მიმართ

Published on

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ბელარუსის მიმართ ახალი სანქციები გაატარა. სანქცირებულთა სიაში მოხვდა 12 კომპანია, 20 ადამიანი, ორი თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ახალი ზომები უკავშირდება საიმიგრაციო კრიზისს, რომელიც ბელარუსის საზღვარზეა განვითარებული.

ფიზიკურ პირებს შორის, რომელთაც შეზღუდვები შეეხოთ, არიან ალექსანდრ ლუკაშენკოს შვილი დმიტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დმიტრი კორზუკი და ბელარუსი დეპუტატი დმიტრი ბასკოვი.

გარდა ამისა, აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს სანქციები შეეხო ბელარუსის სახელმწიფო ვალს. შეერთებული შტატების მოქალაქეებს ეკრძალებათ რაიმე ოპერაციის ჩატარება ბელარუსულ სახელმწიფო ობლიგაციებთან, რომელიც ამა წლის 2 დეკემბრის შემდეგაა გამოშვებული და დაფარვის ვადა 90 დღეზე მეტი აქვს.

მინსკის წინააღმდეგ სანქციები გაატარა ევროკავშირმაც. შეზღუდვები შეეხო 17 ფიზიკურ პირს და 11 ორგანიზაციას, რომელთა შორის არის ავიაკომპანია ბელავია. ეს უკვე სანქციების მეხუთე პაკეტია, რომელიც ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ მოამზადა.

აშშ-სა და ევროკავშირის ნაბიჯებს მხარდაჭერა გამოუცხადეს დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.

ევროკავშირის ქვეყნები ლუკაშენკოს რეჟიმს ადანაშაულებენ, რომ საზღვარზე საიმიგრაციო კრიზისი სწორედ მისი უშუალო ბრძანებით შეიქმნა. ისინი აცხადებენ, რომ ბელარუსის მთავრობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ხალხს მინსკში იზიდავს და შემდეგ პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვართან მისვლაშიც ეხმარება. მიგრანტები საზღვრის გადაკვეთას და ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრას ცდილობენ. როგორც ალიანსის წევრი ქვეყნები აცხადებენ, აღნიშნული ქმედების მიზანი სანქციების გამო შურისძიება და ევროკავშირის დესტაბილიზაციაა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...