მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩვენ აუცილებლად ავაშენებეთ ლაზიკას, განვახორციელებთ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებს

,,ჩვენ აუცილებლად ავაშენებეთ ლაზიკას, განვახორციელებთ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებს

Published on

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ აუცილებლად ააშენებს ლაზიკას.

სააკაშვილის თქმით, მას შეუძლია ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც ეკონომიკას განავითარებს.

მესამე პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში არსებული სიღარიბე ხელოვნურად არის შექმნილი.

,,საქართველოს აქვს ძალიან მაგარი პერსპექტივა, დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველა ქართველი შეიძლება, იყოს მილიონერი, ნამდვილი მილიონერი, არა გაუფასიურებულ ლარებში. ჩვენ აუცილებლად ავაშენებეთ ძალიან დიდ ქალაქს, ლაზიკას, შავ ზღვაზე, ჩვენ აუცილებლად გავიყვანთ იმ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ვგეგმავდით, აუცილებლად დავასაქმებთ, როგორც კი ესენი წავლენ,  მინიმუმ 250 ადამიანს.

მე ზუსტად მაქვს დათვლილი და შემიძლია ქვეყანაში 10 მილიარდი დოლარის  მოზიდვა 2-3 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ტურიზმი იქნება სულ სხვა დონის, როგორიც დუბაიში, ბარსელონაში სინგაპურშია.

სიღარიბე და სიღატაკე  ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს. ეს იყო  ძირითადი  მამოძრავებელი ძალა, რატომაც ჩამოვედი იმიტომ, რომ აღარ შემეძლო, შორიადანმეყურებინ ამ სიტუაციისთვის.

ეს შიმშილი არის ხელოვნური, ეს შიმშილი არის  შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, ერთი კაცის ჩაფიქრებული, ქართველი ერის გენოციდი“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

სიახლეები

სინოდის შემდეგ პატრიარქს სიონის ტაძარში გადაასვენებენ, მსვლელობა 16:00 დაიწყება

საპატრიარქოს ცნობით, დღეს, 2026 წლის 18 მარტს, საპატრიარქო რეზიდენციიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს სამების...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სავარაუდოდ სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სავარაუდოდ სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. როგორცქაშუეთის მღვდელმსახურმა, მამა ელიზბარ ოდიშვილმა ცოტა ხნის...

გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა ამ დღეში არ დაგეტოვებინათ – სალომე ზურაბიშვილი

გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში,...

“აიძულებდა, ნარკოტიკი კონკრეტულ ლოკაციებზე განეთავსებინა” – ძალადობისთვის 1 პირი დააკავეს

თბილისის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2007 წელს დაბადებული ლ.ბ....