მთავარიUncategorized,,გიო, ძალიან გავბრაზდი მკლავები რომ შემოგახიეს. ...პირველი, რასაც ვიზამ რომ გამოვალ, ახალ...

,,გიო, ძალიან გავბრაზდი მკლავები რომ შემოგახიეს. …პირველი, რასაც ვიზამ რომ გამოვალ, ახალ “კურტკას” გიყიდი :)” – მიხეილ სააკაშვილი გიორგი მუმლაძეს

Published on

 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძეს, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიმართავს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

,,გიო, ძალიან გავბრაზდი მკლავები რომ შემოგახიეს. …პირველი, რასაც ვიზამ რომ გამოვალ, ახალ “კურტკას” გიყიდი 🙂 … დიდი მადლობა ბიჭებს ჩვენგან და გეხვევი ძმურად! – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

წერილს სოციალურ ქსელში მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი კახა კვეკვესკირი ასაჯაროებს.

წერილის ფოტოასლს კახა კვეკვესკირი თავის კომენტარს ურთავს:
,,მიშა რა მიშაა, იუმორიც რომ არ ჩააქსოვოს მისთვის და ქვეყნისთვის დრამატულ და საბედისწერო პერიოდში.
გიორგის დახეული “კურტკა”-სავითაა დღეს ჩვენი ქვეყანა.
ძალიან ბევრი უნდა მივიდეთ ხვალ, რომ გავამხნევოთ მიშა და ყველანაირი შიში, დაღლა ან სხვა არგუმენტი უბრალოდ უადგილოა!
P.S.- წერილში რაც დაფარულია მაგას გაჩვენებთ ძალიან მალე.
P.P.S. ს.უ.ს.-თან თხოვნა მექნება, ძალიან ნუ დაიძაბებით და ნუ დაიწყებს შინაარსზე  ტვინების ჭყლეტას, მაინც ვერაფერს გაიგებთ”

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...