დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი შვილი ედუარდ სააკაშვილი მივა – ამის შესახებ ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა და პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, ხელოვნური ბარიერები არ შეექმნას ედუარდ სააკაშვილს მამის მონახულებაში.

,,დღეს, მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად ნიდერლანდებიდან არის ჩამოსული მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი.
ჩვენ გვახსოვს, რომ ედუარდი ერთხელ უკვე იმყოფებოდა საქართველოში შეთანხმებულ პაემანზე, მაგრამ რუსთავის დაწესებულებაში მოტყუებით ალოდინეს მთელი დღის მანძილზე, პრეზიდენტი სააკაშვილი კი მალულად გადაიყვანეს ამ ციხიდან სხვაგან და მას არ მიეცა შესაძლებლობა შეხვედროდა მამას.

ამჟამად ედუარდი ისევ ჩამოსულია მიხეილ სააკშვილის სანახავა და და მოვითხოვთ, ვთხოვთ, პენიტენციურ სამსახურს, ხელისუფლებას, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, არ შეუქმნას მას ხელოვნური ბარიერები მამის მონახულებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტს ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება და გამოხატავს საკუთარ პროტესტს სხვადასხვა ფორმით” – განაცხადა შოთა თუთბერიძემ გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ