სასამართლომ ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა 3000 ლარით დააჯარიმა, პოლიტიკოსი ირონიით აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა მარნეულის “კაპეზეს” სასტუმრო “პარაგრაფის” ფასი დაადო.
,,3 ათასი ლარით დამაჯარიმა, ანუ მარნეული “კაპეზე” 24 საათში, რომ იცოდეთ, ღირს 500 დოლარი დაახლოებით, ასე გამოდის, ივანიშვილის „სტავკაა“ ეგ. „პარაგრაფის“ ფასი, თავის სასტუმროს ფასი დაადო მარნეულის კაპეზეს, – ამბობს უგულავა.
გიგი უგულავა ორშაბათს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დააკავეს. უგულავას გამოძიება პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.