მთავარისიახლეებიპოლიტიკაიმედა კლდიაშვილმა "გირჩი - მეტი თავისუფლება" დატოვა

იმედა კლდიაშვილმა “გირჩი – მეტი თავისუფლება” დატოვა

Published on

ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილმა კანდიდატმა, იმედა კლდიაშვილმა პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” დატოვა. ამის შესახებ კლდიაშვილმა  Facebook-ზე დაწერა. კლდიაშვილი პარტიიდან წამოსვლის მიზეზად აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს.

“ამ ადგილობრივი არჩევნების პერიოდში ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ გავიგე ახალი და საკმარისი გამოცდილებაც მივიღე რომ რაღაც დასკვნები გამეკეთებინა.

ეხლა ახალი ეტაპი იწყება – არჩევნების მერე პერიოდი. პირადად მე არჩევანი უნდა გამეკეთებინა გავაგრძელებდი თუ არა გირჩი მეტი თავისუფლების პოლიტიკოსად პოზიციონირებას და ზოგადად პარტიულ საქმიანობას.

1. პოლიტიკოსობას და ზოგადად პარტიულ საქმიანობას დიდი რესურსი ჭირდება, როგორც დროითი, ასევე ფინანსური რაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე მე არ მაქვს.

2. იყო აზრობრივი განსხვავებები, როგორ საარჩევნო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ასევე როგორი უნდა იყოს განვითარების შემდეგი ეტაპები.

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ვტოვებ გირჩი – მეტი თავისუფლებას. დიდი მადლობა ყველას ვინც მხარს მიჭერდით ჩემი ამ აქტიურობის პერიოდში”, – წერს კლდიაშვილი.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...